ვერონიკა თუმანიშვილი, (. 19 აპრილ, 1922, ქ. თბილისი -. 30 ივლისი, 2009, ქ. თბილისი) ქართველი მუსიკოსიპიანისტი და დამსახურებული პედაგოგი.

ექვსი წლიდან  სწავლა კონსერვატორიასთან არსებულ ნიჭიერ ბავშთა ჯგუფში დაიწყო, (რომელიც  შემდგმში გახდა  ფალიაშვილის სახელობის  ცენტრალური მუსიკალური სკოლა), პროფანა თულაშვილის კლასშირომელიც გახლდათ ქართული საფორტეპიანო სკოლის ერთერთი ფუძემდებელი საქართველოში.

მან განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი ადრინდელ ასაკში გამოავლინა და ბევრი გამოჩენილი მუსიკოსის ყურადღება მიიპყრომათ შორის დიდი რუსი  პიანისტების,  ჰენრიხ ნეიგაუზისა და მარია იუდინასირომლებმაც მაღალი შეფასება მისცეს მის საშემსრულებლო ხელოვნებას.  


ოსტატობის დახვეწა თბილისის კონსერვატორიაში განაგრძო ცნობილ მოსკოველ პიანისტ და პედაგოგთანპროფალექსანდრე იოხელესთანსამწუხაროდ, ხელების დაავადების გამო საკონცერტო კარიერაზე უარი თქმა მოუწია და მთელი თავისი ნიჭი და გამოცდილეობა მთლიანად პედაგოდიურ მოღვაწეობას და ახალაგაზრდა თაობის აღზრდა მოახმარა

ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მუშაობდა ფალიაშვილის სახელობის თბილისის ცენტრალურ სამუსიკო სკოლაში (“ნიჭიერთა ათწლედი”), სადაც აღზარდა რჩეულ პიანისტთა არაერთი თაობარომელიც დღეს  საქართველოში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწეობს.

მის მოწაფეებს შორის შეიძლება დავასახელოთ ნიუ-ორკში მანჰეტენის მუსიკალური სკოლის  წამყვანი პედაგოგი და საერთაშორისო კონკურსის ლაურეატინათელა მჭედლიშვილი. 
იერუსალიმის მუსიკისა და ბალეტის აკადემიის კონსერვატორიის  დირექტორიპროფლეა აგმონი. 
ამჟამად ჰოლანდიაში მცხოვრები პიანისტი და პედაგოგისაერთაშორისო კონკურსებისა და აგრეთვე ბორლეტიბუიტონის პრემიის ლაურეატინინო გვეტაძე,  რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში აქტიურ საშემსრულებლო მოღვაწეობას ეწევა საფრანგეთში მოღვაწე  პიანისტიმეგი სპარსიაშვილი, თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური მუსიკალური სკოლის, „ნიჭიერთა ათწლედის“ წამყვანი პედადგოგი, ლალი რჩეულიშვილი და სხვ.  

მას ასევე ჰყავდა მოსწავლეები, რომელთაც მუსიკის გარდა სხვადასხვა სფეროში გაითქვეს სახელი მაგალითადცნობილი ხელოვნებათმცოდნე პროფდიმიტრი

თუმანიშვილიმუსიკოსიმსახიობი და მხატვარილიკა ქავჟარაძე,  პოლიტიკის სფეროში მოღვაწე ნინო კობახიძე   და მრავალი სხვა.

ვერონიკა თუმანიშვილი სიცოცხლის ბოლომდე აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდაგარდაიცვალა 87 წლის ასაკში, 2009 წლის 30 ივლისს

ვერონიკა თუმანიშვილი, დეიდა ელენე შაბუროვასთან ერთად

 ვერონიკა, მეუღლესთან, გიორგი კეჩხუაშვილთან ერთად

ვერონიკა თავის მასწავლებელთან, ანა თულაშვილთან ერთად






 ვერონიკა, მამასთან, ივანე თუმანიშვილთან ერთად

Комментарии